|
2017-10-15 16:38:14, 2086 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა და მასთან სსფ-სთან მიმდინარე პროგრამა და მისი ძირითადი მიმართულებები განიხილა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერ ქვეყანათა შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე, საუბარი წარიმართა მომავალ გეგმებზე, თუ რა სახის რეფორმები არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ზრდის უფრო მაღალ ტემპებს მიაღწიოს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი და სხვა ოფიციალური პირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)