|
2017-10-14 14:29:02, 2136 ნახვა
ეკონომიკა
სირილ მიულერი: სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს
სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. "შევთანხმდით თუ როგორ განვავითარებთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს პარტიორობის სტრატეგიას მომავალი 5 წლის განმავლობაში. მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ფინანსების მართვა და ასევე გქონდეთ წარმატებული საბანკო სექტორი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს განვითარების გზას და ვიმედოვნებ, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. შეხვედრისას ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რომ წარმატებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)