|
2017-10-13 17:34:49, 1888 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ლოგოპედებმა და სპეცპედაგოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს
თბილისის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ლოგოპედებმა და სპეცპედაგოგებმა გადამზადების კურსი გაიარეს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნული სპეციალისტების გადამზადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყო. თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების გადამზადების პირველი ეტაპი შარშან დაიწყო და 100-მდე სპეციალისტი გადამზადდა, მეორე ეტაპის ფარგლებში კი გადამზადების კურსი 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. გადამზადებულ კადრებს ნოემბერში ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. ისინი ასევე მიიღებენ გზამკვლევებს, რომელიც შარშანდელი ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზამკვლევი მანამდე არ არსებობდა. გარდა ამისა, დაგეგმილია ერთიანი სახელმძღვანელოს შექმნა სპეცპედაგოგებისთვისაც. ამ ეტაპზე ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეცპედაგოგის შტატი თბილისის ყველა ბაღში არსებობს, რაც სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ძირეული რეფორმის შედეგია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)