|
2017-10-13 17:18:11, 2008 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ბულგარეთის რეგიონებს შორის საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების. ბულგარეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა პირველ ათეულშია. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 28%-ით გაიზარდა. საქართველოში მოქმედებს 20-მდე ბულგარული კომპანია. მათ შორის სამი - ბათუმში. დესისლავა ივანოვა-კოზლევა საქართველოში ბულგარეთის ელჩად დანიშვნამდე, 2000-2016 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1994 წლიდან ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. არის ისტ ანგლიის უნივერსიტეტის (ლონდონი) საერთაშორისო ბიზნესისა და დიპლომატიის მაგისტრანტი. ფლობს სამ ენას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)