|
2017-10-13 14:39:19, 2122 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: თუ დემოკრატია არის საპირისპირო აზრის მოსმენა, რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა მონაწილეობა კომისიის მუშაობაში
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ დემოკრატია მათ შორის არის დიალოგი იმ საზოგადოებასთან, რომელიც მხარს არ გიჭერს. ანა დოლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ ორი საათი დახარჯა პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ. საპასუხოდ, დავით მათიკაშვილმა ანა დოლიძეს შეახსენა, რომ გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე და მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში ჩაერთო. მათიკაშვილისთვის გაუგებარია, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამგვარად ესმის დემოკრატიის არსი, რატომ თქვა თავად პრეზიდენტმა უარი დემოკრატიაზე და არ დაჯდა საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. „ქალბატონო, ანა, პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ პასუხის გარეშე დატოვოთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები. თქვენ ბრძანეთ, რომ დემოკრატია ყოფილა თურმე ატანა, გაძლება, ოპოზიციური აზრის მოსმენა და დიალოგი იმ საზოგადოებასთან, რომელიც არ გიჭერს მხარს, ან თქვენ გგონიათ, რომ არ გიჭერს მხარს. რატომ თქვა მაშინ პრეზიდენტმა უარი დემოკრატიაზე, რატომ არ მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციონირებაში?! თქვენ „ქართული ოცნების“ დროზე ისაუბრეთ დიალოგთან მიმართებაში, რამდენი საათი გაატარა პრეზიდენტმა კომისიის წევრებთან- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, კონსტიტუციონალისტებთან, ექსპერტებთან, ოპოზიციასთან დიალოგში სწორედ ამ ფორმატში?!“,-მიმართა დავით მათიკაშვილმა ანა დოლიძეს, რომელიც დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)