2017-10-12 21:12:41, 2285 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შემდეგ UNESCO ისრაელმაც დატოვა
ისრაელმა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) დატოვა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მიიღო.
ორგანიზაციის დატოვების მიზეზად ისრაელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სახელდება.
ცნობისთვის, 8 ივლისს ისრაელში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა. გარდა ამისა, გაერო ოკუპანტ სახელმწიფოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისრაელმა ისტორიულ ცენტრ იერუსალიმზე მართვა "უკანონოდ მიითვისა".
ავტორი: ,