|
2017-10-12 21:00:28, 2140 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შეაფასა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების'' ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების'' მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება. ,,შენიშვნებში ერთი საკითხი - პრეზიდენტის არჩევის წესი - ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო. ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას", - აღნიშნა ანა დოლიძემ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა იურიდიული არგუმენტებით, პოლიტიკური არგუმენტებით დაერწმუნებინა უმრავლესობა კონსტიტუციის მნიშვნელობაში და აი ამ სახალხო დოკუმენტის ფართო კონსენსუსით მიღების მნიშვნელობაში. სამწუხაროდ, ამის პასუხად ანა დოლიძე იღებდა პირად შეურაცხყოფებს", - დასძინა აბაშიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)