|
2017-10-12 15:45:28, 1981 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: რუსეთმა დაგვსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ დამოუკიდებლობა ვისურვეთ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს "საქართველოს დასჯას", მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსულ ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა. "რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციის მიმართულებით. მან გადაწყვიტა, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, არამედ ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა ქვეყანამ განვითარება და ამ სახის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება უნდა შეძლოს. ჩვენ დავისაჯეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე დამოუკიდებლობა ვისურვეთ. დავისაჯეთ რუსეთის მიერ და ეს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში გამოიხატა. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ერთგვარი დამსჯელი ძალის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიტყვით უარს ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, იმაზე, რომ ვართ ერი, რომელიც 2 ათასი წლის განმავლობაში, ვითარდებოდა როგორც სახელმწიფო. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ვითარდება დიდი იმპერიების ფონზე. ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა აღგვედგინა და ამაში საკმაოდ ეფექტურები ვიყავით. ახლა იგივე პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)