|
2017-10-12 12:08:32, 2113 ნახვა
კომენტარი
ხატიაშვილი: ერთი გაბედონ და დაკითხონ ადვოკატები, ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და არ ავდგები იქედან
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, პროკურატურა შემაშფოთებელ გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც ხატიაშვილმა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადვოკატის კორპუსის დაშინება სურთ, ვინაიდან მათ გათქვან ინფორმაცია, რომელიც დაცვის განხორციელების პროცესში მიიღეს. ხატიაშვილის თქმით, თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, ადვოკატს უკვე შეეშინდება, კლიენტს რამე უთხრას და პირიქით. ხატიაშვილი ამბობს, რომ ამას მთელი ძალებით შეებრძოლება. „ერთი გაბედონ და დაკითხონ ადვოკატები, ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და არ ავდგები იქედან“,-აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა. პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)