|
2017-10-12 12:05:16, 2278 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს და სავალუტო ფონდის დირექტორს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოისა და აღნიშნული ორგანიზაციის ალტერნატიულ ხელმძღვანელს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა. საუბარი წარიმართა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ფონდის დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულებულ მისიაზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა არა მხოლოდ პროგრამის მიმდინარეობა, არამედ სამთავრობო რეფორმები და რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედო ფონდთან საქართველოს პროგრამას, აგრეთვე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე. მოგვიანებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცირაგოსს და კორპორაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამები საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)