|
2017-10-11 17:24:27, 1852 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთობლივი განცხადებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუბარი ონკრეტულ ინიციატივებსაც შეეხო. „ოქტომბრის ბოლოს გორში სამხედრო ჰოსპიტლებს შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება. გარდა ამისა, საქართველომ დააფიქსირა სურვილი იყოს წამყვანი ქვეყანა ლიდერ ქალთა როლის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს არის კონკრეტული ინიციატივები, სადაც საქართველო უფრო აქტიური იქნება. ყველა ჩვენი აქტიურობა დაკავშირებულია ევროპასა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებასთან. ეს არის როგორც ნატოს ერთ-ერთი სტრატეგიული, ისე SEDM-ის ამოცანაც. ევროპის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ სამხედრო მიმართულებით თავსებადობის გაზრდისთვის და ერთობლივი თანამშრომლობით რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრა SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა ნაყოფიერად და წარმატებულად შეაფასა: „დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის მინისტრები ვთანხმდებით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ამ მხრივ, დადებითი შედეგი გვაქვს - ნათელია, რომ გვსურს კონკრეტულ პროგრესს მივაღწიოთ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ხელშესახები შედეგი მივიღოთ. თუ ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს, რეგიონში არსებულ სხვადასხვა საფრთხეს, რისკსა და გამოწვევებს უკეთესად გავუმკლავდებით. მინისტერიალმა ცხადყო, რომ თითოეულ ჩვენგანს სურვილი აქვს ვიმოქმედოთ ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად“. SEDM-ის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სახელით, ელეფტერიოს ანგელოპულოსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მის მიერ ქვეყნის წინსვლაში გაწეული წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)