2017-10-11 16:22:32, 2264 ნახვა
სამართალი
საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს
საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები სასამართლოდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებისა და ვიდეოკადრების საქმის მასალებში დართვა მოსთხოვა.
ამასთან, დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
მანამდე, სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც საკრებულოსთან დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე მიუთითა და ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა.
ცნობისთვის, ორივე პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის მიწების გადაცემის საკითხს აპროტესტებდნენ. აქციის მსვლელობისას სულ 14 პირი დააკავეს.
ავტორი: ,