|
2017-10-11 11:55:27, 1787 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე იმსჯელეს
საქართველოსა და ირანის რესპუბლიკას შორის სასოფლო-სამეურნეო კუთხით თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელება განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა. სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო, სამეცნიერო, ფიტოსანიტარიის, მექანიზაციის და მეაბრეშუმეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მრავალი მიმართულების განვითარება შეიძლება და კოოპერაციული მეურნეობების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ალი რაბიეიმ განაცხადა, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად ქვეყანასთან თანამშრომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)