|
2017-10-10 19:17:38, 2114 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას 14 ოქტომბერს გამართავს
„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ბიძინა ივანიშვილის გარაჟი, ბოტანიკური ბაღი კი, მისი პირადი ბოსტანი“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს აქციის დასასრულების შემდეგ განუცხადა. უდუმაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე მათი თანამებრძოლი და ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. "ის ადგილი სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ჰქვია - ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი. დიახ, გარაჟი, რადგან მას სავარაუდოდ ავტოფარეხის მნიშვნელობა არ ესმის. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ და რის ხარჯზე? რა ხდებოდა დღეს საკრებულოს შენობის წინ? საერთოდ გამოკეტეს ყველაფერი, შეიყუჟნენ შიგნით, გამოყარეს ჩვენი დეპუტატები და მათ შორის ძალის გამოყენებით. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციაზე. დაკავებულია 10-მდე ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ვცდილობთ მათი ადგილსამყოფელის დადგენას, მაგრამ ჩვენ კი არა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსაც კი, უჭირთ", - განაცხადა უდუმაშვილმა და დასძინა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კოტე იოსელიანთან დაკავშირებას ცდილობენ. ამასთან, უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს შენობა "დღეს იყო პოლიციის იზოლატორი და არა თვითმმართველობის ორგანო". "არავის ეგონოს, რომ ამით ბრძოლა დასრულდა. დღეს ვერ მივაღწევთ გამარჯვებას, ხვალ აუცილებლად გამოვა. აუცილებლად დავიბრუნებთ თბილისის დაკარგულ ტერიტორიებს. ვაანონსებ შაბათს, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიან აქციას. ბრძოლა არ დასრულებულა", - განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)