|
2017-10-10 18:13:51, 1676 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, წელს ნაძალადევში 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია
ნაძალადევის რაიონში, 2017 წლის იანვრიდან დღემდე 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ 45 443 კვ.მ ფართობზე შესრულდა. „ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, მიმდინარე წელს სახურავების რეაბილიტაციის 85 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 062 757 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე კიდევ 4 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს სახურავის რეაბილიტაცია. პარალელურად, კორპუსებში წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეების შეკეთება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, მსგავსი პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებენ მერიაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)