|
2017-10-10 15:59:55, 1841 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სოფრომაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ფსიქიატრიის სტაციონარის პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო. მან ყურადღება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამისა და ამ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩვენს ქვეყანაში არსებობს სპეციალური პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის მცხრივ. მომავალი წლიდან დაგეგმილია ერთ-ერთი მიმართულების კიდევ უფრო გაფართოება. სწორედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ. დღესვე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილს სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი და საპატიო მედალი გადაეცა. 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა. არასათანადო სამუშაო გარემო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი სამუშაო ადგილებს შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარით აზარალებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)