|
2017-10-10 15:43:22, 902 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო
დღეს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, „მთის კანონი", ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ "გომარდულის" და „გოდერძის" განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის" რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა აჭარის მთის მოსახლეობის კეთილდღეობას, სამთო ტურიზმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის განვითარებას ემსახურება. „მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, მეორე მხრივ სამთო ტურიზმის განვითარებას და მთის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებას. ეს იყო დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დღეს უკვე რეალობად იქცა", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. გაზსადენი სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით. გაზსადენის გზა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)