|
2017-10-09 21:49:28, 1890 ნახვა
საზოგადოება
10 ოქტომბრის ანონსი
ხვალ, 10 ოქტომბერს, 09.50 საათზე, სასტუმრო ,,ბილტმორში'' გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი მისასალმებელი სიტყვით გახსნიან. ქართული და ირანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ფორუმზე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, კულტურისა და განათლების დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.
თემა: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასება. არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები. მისამართი: თბილისი. ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი. საკონტაქტო ნომერი: 599 85 34 00 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ფსიქიატრიის სტაციონარის პაციენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას 2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი). „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხვალ, 10 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის ოფისში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი #61. გიწვევთ განახლებული ვებგვერდის Chemikhma.ge პრეზენტაციაზე, რომელიც ამომრჩეველს თბილისის მერობის მისთვის სასურველი კანდიდატის შერჩევაში დაეხმარება. 10-11 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართება. იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 10 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სწავლებას ზუგდიდში იუსტიციის სახლი და ორსანტიაში სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს ხვალ, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კასპში რესპუბლიკური პარტიის მერობის კანდიდატის, ნათია ბახტაძის წარდგენა გაიმართება. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი, მერობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდებიან. ხვალ, 10 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება პროექტის - " სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის" - ანგარიშის/კვლევის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ევროკავშირის ექსპერტის, ტერი სანდელის მიერ. 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, 2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი" გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება. კონკურსის ფარგლებში, ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წლის საუკეთესო მეცნიერებს დააჯილდოებს. ამასთან, გამოვლინდებიან ფოტოკონკურსსა და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)