|
2017-10-09 19:15:13, 2286 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ნიდერლანდების სამეფოში გამართულ ღონისძიებაზე წარდგება
„შენი საკუთარი ბიზნეს დღე“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე ნიდერლანდებში ქართული პროდუქცია გამოიფინება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით 2017 წლის 10 ოქტომბერს, ქართული კომპანიები ნიდერლანდებში, ქალაქ ვათერინგენში გამართულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის მასშტაბით უდიდეს სუპერმარკეტების ქსელ „Makro“-ში გაიმართება, სადაც საქართველოს სტენდზე 5 ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების - შპს „გემუანის“, შპს „ვაზის უბნის მამულის“, შპს „გრეიფის“, შპს „სამთავისის“ და „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის“ პროდუქცია განთავსდება. ღონისძიების „შენი საკუთარი ბიზნეს დღე“ ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ Makro“-თან და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის ღონისძიებებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)