23:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 18:27:23, 2477 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

„გამომდინარე იქიდან რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ძალიან დიდ შესაძლებლობებს უხსნის ბიზნესს და ეკონომიკის წინსვლას ჩვენს ქვეყანაში.

მნიშნელოვანია, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და მოსაზრებები გავცვალოთ. შესაბამისად იმ კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლის მოტანაც რეალურად ევროკავშირთან ჩვენს პოლიტიკურ ასოცირებას და ევროპულ ინტეგრაციას შეუძლია. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გამოვა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ.

შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics