|
2017-10-09 18:11:47, 1899 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: სააკაშვილის კონცეფციაა, რომ მის გარეშე წარმატება არ უნდა იყოს
"ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა აგრძელებენ ამ შუაგულ საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებისა და განხეთქილების თესვას, თან უსინდისო და სულელური ბრალდებებით",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია საუბრობს. " ჩვენთვის კი ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილის მმართველობაა. სააკაშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერი იყოს უკრაინაშიც და საქართველოშიც, ოღონდ უკრაინაში, სადაც ის ფიზიკურად იმყოფება იქ ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა და რადგანაც საქართველოში ვერ ჩამოდის, ოპოზიციაში დაპირისპირების მომხრეა. გამოდის, რომ მის გარეშე წარმატებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი - ასეთია მისი კონცეფცია. რაც შეეხება სულელურ და აბსურდულ ბრალდებას, რომ ჩვენ არ ჩამოვუშვით საქართველოში, ჯერ ერთი როგორ უნდა შეგვეშალა ამისთვის ხელი და მეორეც, 1 წელია უკვე გაყოფილია ეს პარტია და ეს ერთი წელიწადი რა უშლიდა ხელს ან დღეს რა უშლის ხელს საქართველოში ჩამოსვლაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)