|
2017-10-09 15:36:27, 2176 ნახვა
პოლიტიკა
„რა გაყვირებს, გოგო!“ - გია ვოლსკი და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, "ქართული ოცნების" წევრ გია ვოლსკისა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, კამათი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილს დასმულ კითხვას მოყვა. ის ასევე დაინტერესდა, თუ ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას. კითხვებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა. თუმცა, სამადაშვილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც გამოეხმაურა: „ფაქტია, რომ საკითხი პროფესიონალურად იხილება, ვიღაცას შეიძლება გააჩნია შენიშვნები, მაგრამ ამ საქმიანი ვითარებიდან, რაზეც მშვენიერი პასუხი გასცა თავდაცვის სამინისტრომ ციფრებით, პროცენტულად, რომ ვერაფერი გამოდნა, აქედან გამომდინარე, იმის ლაპარაკი, რომ იქ დახურული, ნდობის ჯგუფი არ მოქმედებს, ეს სხვა თემაა“, - განაცხადა ვოლსკიმ. სამადაშვილმა ვოლსკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ეს სულაც არ არის სხვა თემა" და დასძინა, რომ მმართველი გუნდის წევრი კომიტეტში საუბარს არ უნდა უზღუდავდეს. აღნიშნულმა ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია და კოლეგას კიდევ ერთხელ მიმართა: „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“. საპასუხოდ, სამადაშვილმა უმრავლესობის წევრს მიუგო, რომ „ასე ვინმე სხვას, სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს მიმართოს". კამათი ამით არ დასრულებულა. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოს და ოპოზიციის წევრის ქმედება "უზრდელობად" შეაფასა. სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)