|
2015-04-30 20:49:50, 435 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ყოფილ პატიმრებს ბიზნესპროექტები უფინანსდებათ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბიზნესინიციატივების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმრებს შეხვდა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტაბატაძე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრნენ. თეა წულუკიანმა 16 ბიზნესიდეის ავტორებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესის დასაწყებად სხვადასხვა დაფინანსებას მიიღებენ, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 17 ყოფილი პატიმრის 16 ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა (მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა); წარმოება (თონე, ტანსაცმლის შეკერვა) და მომსახურება (კაფე, ჭრა-კერვა). ჯამში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროექტში გამოყოფილია ფონდი 56 000 ლარის ოდენობით. თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ყოფილმა პატიმარმა გამოთქვა. მათ პირველადი გასაუბრება ბიზნესიდეების შესახებ სპეციალურად შექმნილ საგრანტო კომიტეტთან გაიარეს, სადაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ერთიანდებიან. ინდივიდუალური ბიზნესიდეის დაფინანსება შესაძლებელი გახდა 500-დან 6 000 ლარის ოდენობით. საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 40 აპლიკანტი. მათ ჩაუტარდათ ორდღიანი ბიზნესტრენინგი, შეისწავლეს ბიზნესგეგმის დაწერის მეთოდი და მიიღეს კონსულტაცია როგორც ბიზნესსაქმიანობის, ისე სამართლებრივ საკითხებზე. საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლევანდელი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულად 16 ბიზნესიდეა გამოცხადდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ორი წელია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან. 2014 წელს პროექტის − „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ − ფარგლებში 5 ბიზნესიდეა დაფინანსდა. შარშან საგრანტო თანხა 20 ათას ლარს შეადგენდა, რომელიც ხუთ ყოფილ პატიმარზე თანაბრად განაწილდა. შარშანდელმა წარმატებულმა პროექტებმა 2015 წელს საგრანტო თანხისა და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდა განაპირობა.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)