|
2017-10-09 11:05:44, 1976 ნახვა
კომენტარი
უგულავა სააკაშვილს: გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია
„მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში. აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნალისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია. პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ“,-წერს უგულავა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)