|
2017-10-06 13:38:52, 2022 ნახვა
საზოგადოება
ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ორმხრივი შეხვედრა სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან კაიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, საუბარი შეეხო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა განხორციელებაში ინვესტორთა ჩართულობაა შესაძლებელი. ყაზახურმა მხარემ არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა. დღესვე, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის ჟენის კასიმბეკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)