19:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 14:41:27, 2092 ნახვა

საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აღდგენილია.

გზაზე საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი რეჟიმით: თოვლისა და ზვასაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე საღამოს 18:30 სთ-დან დილის  07:00სთ-მდე  იკრძალება  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics