|
2017-10-05 14:08:13, 1514 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს
სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და თავშესაფრის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მათი უსახლკარობისგან დაცვისთვის საჭირო ფინანსური ან/და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება და იდენტიფიცირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება მოითხოვა. „საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსახლკარო პირთა პრობლემებზე რეაგირების რეგულაციები, ამასთან უკვე წლებია ვერ გამოინახა რესურსები მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შესამუშავებლად, რის გამოც უსახლკარო პირებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ თავშესაფრის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დარღვეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირების კანონმდებლობით აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი როცა ადგილი აქვს რესურსების აშკარა ნაკლებობას, სახელმწიფოს მაინც ეკისრება ვალდებულება შექმნილ სიტუაციაში შეეცადოს მაქსიმალურად ფართოდ განახორციელოს შესაბამისი უფლების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, რესურსების ნაკლებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებისაგან, რაც უფლების ეტაპობრივი და სრულფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უფლების შეუსრულებლობის დონის მონიტორინგი და შეიმუშაოს სტრატეგიები და პროგრამები მათ განსახორციელებლად. რეკომენდაციაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება საერთოდ არ არის დამოკიდებული უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ან ინფრასტრუქტურული სახსრების არსებობაზე. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა მცხეთის მუნიციპალიტეტისგან იმ გადაუდებელი ხასიათის ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, რაც აუცილებელია უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების მინიმალურ დონეზე რეალიზაციისათვის“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)