17:07 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:59:32, 2276 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 369-მდე გაიზარდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 369-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Denverpost იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი მეხიკოში დაიღუპა.

მეხიკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვალენტინ ონიარტეს ცნობით კი დღეს დილით, ალვარო ობრეგონის ქუჩის 286-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ სტიქიის უკანასკნელი მსხვერპლი იპოვეს. საერთო ჯამში 38 შენობა დაინგრა.

ამ მისამართზე აღმოჩენილი გარდაცვლილების რაოდენობამ 49-ს მიაღწია. მაშველებმა ნანგრევებიდან 30 ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics