15:50 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 19:48:42, 2377 ნახვა

მსოფლიო
პუტჩის დროს, ერდოღანზე თავდასხმაში ბრალდებულ 40 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ 40 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ABC News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი ჰუსეინ იილმაზი გაამართლა.

მედიის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა თავდასხმის განხორციელებისთვის ვერტმფრენი გამოიყენეს. კერძოდ კი, მათ იმ სასტუმროზე იერიშიც მიტანა სურდათ, რომელშიც პუტჩის დროს ერდოღანი იმყოფებოდა. ერდოღანმა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმრო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი დაშავდა. ამის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები დაიწყო, სახელმწიფო სტრუქტურებიდან ხალხის გათავისუფლება დაიწყო. თურქეთი პუტჩის მოწყობას მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს აბრალებს. გიულენი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics