|
2017-10-04 18:46:17, 2085 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გაიმართა, ეუთო-ს ანალიტიკოსები დიმაშ ალჟანოვი და ივან გოდარსკი, ასევე, კახა კალაძის გუნდის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე ესწრებოდნენ. როგორც მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. „კითხვები ჰქონდათ, როგორც თბილისში, ასევე, მთლიანად საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც თბილისში პირველივე ტურში გამარჯვებას უკავშირდება და რის იმედსაც წინასწარი კვლევები გვაძლევს“, - განაცხადა კახა კალაძის გუნდის წევრმა. მაია ბითაძის თქმით, მერობის კანდიდატმა სადამკვივრვებლო მისიის წარმომადგენლებს თემატური შეხვედრების გეგმაც გააცნო და პროგრამული ხედვის შვიდი ძირითადი მიმართულება წარუდგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)