|
2017-10-04 15:48:47, 2293 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები ითხოვენ, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები ჩვენებების მედიით გავრცელების საქმეზე, გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა. „ძალიან კონკრეტულად და ძალიან მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვებზე პასუხი გაეცემა მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი იყო შემდეგი - ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. გარდა რამიშვილისა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დეკანოზ მამალაძის სხვა ადვოკატებიც იყო დაბარებული. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ასევე მოითხოვს, რომ მისი გამოკითხვაც სასამართლოს წესით ანუ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. „ყველა ის მოწმე, რომელიც დაიკითხა, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულ იქნა აშკარად მიუთითებს რომ აბსოლუტურად არ დასტურდება ის წაყენებული ბრალი რაც ანგარებით წაუყენა პროკურატურამ დეკანოზს და ასევე ის გადაკვალიფიცირებული ბრალი, რომელიც შემდეგ განაჩენის სახით ასახა ბესიკ ბუგიანიშვილმა. ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვერ ვხედავთ“,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)