|
2017-10-04 12:14:09, 2259 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო სირიასთან უბაჟო ვაჭრობის შესახებ პროექტს ამზადებს
სირიის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრა ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა. "ჩვენი მოვალეობაა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, შევქმნათ ქვეყანაში ისეთი პირობები, რომელშიც ბიზნესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვამზადებთ პროექტს, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის უბაჟო ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდება", - განაცხადა დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ. თავის მხრივ, სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა ე.წ. მინისტრს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სირიაში აფხაზეთთან ურთიერთობების განვითარებას პოზიტიურად უყურებენ. "ჩვენი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკული ურთიერთობების დასაწყისი იქნება. ვიზიტის მიზანია კონკრეტული შემოთავაზებების მომზადება და მათი შემდგომი წარდგენა სირიაში", - აღნიშნა ზაიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)