|
2017-10-04 11:59:28, 1819 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის დარგში ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების ოდენობა ორჯერ გაიზარდა
სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირებული აქტივების შესაძენად გაწეული ინვესტიციების ოდენობა 2016 წელს საგრძნობლად გაიზარდა და საქსტატის მონაცემებით, 180 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა, 2015 წელს ინვესტიციების ოდენობა 80 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2014 წელს 110 მილიონ ლარს აჭარბებდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, გასული წლის მონაცემები 2-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სურსათის და სასმელების წარმოების სექტორში 18%-ითაა გაზრდილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი, რაც დარგში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებულ ინდიკატორს წარმოადგენს. ასევე 30%-ით არის გაზრდილი ინვესტიციები სურსათისა და სასმელების წარმოების მიმართულებით, რაც მომავალში დარგის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)