14:04 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:55:04, 1131 ნახვა

სამხედრო
საქართველო ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას პირველად მასპინძლობს

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F)“ ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა. 
უწყების ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება OCC E&F პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. 
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს OCC E&F პროგრამაში გაცხადებული ჰყავს ორი მსუბუქი ქვეითი ასეული, რომელთაგან ერთმა შეფასების ყველა ეტაპი სრულად გაიარა და ამ დროისთვის ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაშია. 
მეორე მსუბუქი ქვეითი ასეული კი, 2018 წელს გაივლის შეფასების ბოლო ეტაპს, რის შემდეგაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში პირველ ასეულს ჩაანაცვლებს. 

პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეფასებით, პროგრამა უზუნველყოფს მასში გაცხადებული ქვედანაყოფების ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. 

კონფერენციის მონაწილეებმა თანამშრომლობის მიღწევები დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

OCC E&F პროგრამის კონფერენცია ნატოს ეგიდით ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული ჰყავს საკუთარი ქვედანაყოფები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში. 
კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს და ხვალ დასრულდება.

(NS) 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics