20:47 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 10:32:32, 2145 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გაიმართება, იმ ორ საკითხზე ისაუბრებენ, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული - ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით დასრულებულია.

„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics