19:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 13:35:37, 1961 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას აწარმოებს. კვლევა რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს.

სერვისის კვლევა ონლაინ სივრცესა და საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumi განთავსებულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. ონლაინ კვლევის ლინკი - https://goo.gl/e71guA.

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია განთავსდებული. ის ასევე დაეგზავნება რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2017“, რომელიც  ბათუმში დეკემბერში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics