05:53 - 21 Aug, 2026
|
2017-10-03 10:17:52, 2314 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიასთან დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის მერიასთან საპროტესო აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების საქმეს დღეს სასამართლო განიხილავს. ექვსი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით არის დაკავებული. დაკავებულების ადვოკატის გოგა ონიანის მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნის გარდა, არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. „არა მხოლოდ დაკავებისას, დაკავების შემდეგაც ამ ადამიანებს პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძირს წაქცეულებს ურტყამდნენ, უკვე მანქანაში ჩასმულებს ურტყამდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“,-განაცხადა ონიანმა. ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. რისი საშუალებაც დაცვის სამსახურმა მათ არ მისცა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)