13:05 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 20:45:47, 2279 ნახვა

ეკონომიკა
2018-2021 წლებში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაა დაგეგმილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება.

„ ეს ინვესტიციები ორიენტირებულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სეტორში. ამასთან პროექტებს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ეფექტები ექნება არა მხოლოდ მათი განხორციელების პერიოდში, არამედ მათი დასრულების შემდგომაც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები, წყლის და ენერგოინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით. სწორედ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდაზე არის გათვალისწინებული 2018 წლისთვის არსებული დამატებითი რესურსები“,-ნათქვამია საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში.

2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 24.8%), ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება 20.8%-მდე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics