13:05 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 17:35:28, 2065 ნახვა

ეკონომიკა
#არ გამბოლო

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აგრძელებს.

კომპანიამ წელს მეტად ორიგინალური კამპანიით მიიქცია საზოგადოების ყურადღება, სარეკლამო კომპანია Holmes&Watson-თან თანამშრომლობით შეიქმნა „ხველების ენის“ კონცეფცია, რომლის თანახმად ახლო მომავალში გარემო იმდენად ტოქსიკური გახდება, რომ წესიერად სუნთქვას ვერ შევძლებთ და ჩვენი საკომუნიკაციო ენა ხველება გახდება.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პერსონაჟი ხველინგვისტი, რომელიც საიტ khvelinguist.ge-სა და ფეისბუქ გვერძე ვიდეო-გაკვეთილების საშუალებით ასწავლის მომხმარებელს ხველების ენას. პერსონაჟმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, უამრავი კომენტარი, მესიჯი და ვიდეოჩანაწერი მივიღეთ, სადაც ადამიანები ხველების ენით გვესაუბრებოდნენ.  ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც „დამნაშავეთა ჯგუფი“ ხველების ენით განიხილავდა კატალიზატორების დიდი პარტიის მოპარვის საკითხს.

აქტიური და დიდი გამოხმაურების მქონე პირველი ნაწილის შემდეგ, უკვე კამპანიის მთავარი ნაწილები გავრცელდა. პარალელურად ამოქმედდა საიტი argambolo.ge სადაც  სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი კამპანიისა და კონკრეტული შეთავაზებების შესახებ, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს მძღოლებს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ავტო მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი. თუ აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილმა ვერ გაიარა კონტროლი მაშინ გადავცემთ მწვანე ვაუჩერი, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს შეეძლება გამონაბოლქვის სისტემის გამართვა სპეციალური ფასდაკლებით.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics