|
2017-10-02 16:52:31, 2366 ნახვა
სამართალი
მერიასთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს
თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მერიაში შესვლა უნდოდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. ისინი ითხოვენ, რომ დედაქალის მერიამ იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს. მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)