|
2017-10-02 16:24:12, 2136 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: თუ ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა ნარმანიასთან
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. როგორც უდუმაშილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, პარტიის წევრებსა და დეპუტატებს მერთან შეხვედრა სურთ. „თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან. ჩვენი საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრები შეეცდებიან, რომ შევიდნენ, დაელაპარაკონ და პირადად მოისმინონ ხალხის გადაწყვეტილება. არ შეიძლება ხალხის ასე იგნორი. მე დიდ ბოდიშს ვუხდი თბილისელებს იმისთვის, რომ ახლა ქუჩა გადაკეტილია, თუმცა, საცობი თბილისელებს დიდად არ უკვირთ. ახლა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება თბილისისთვის. კერძოდ ის, რომ თბილისი რიგდება ნაწილ-ნაწილ და ნამდვილად არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს იმის საშუალებას, რომ თბილისი გადაინაწილონ. ახლა მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ და გამობრძანდნენ და გვითხრან რას აპირებენ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან "ენმ"-ს აქცია მიმდინარეობს. მერიის მიმდებარე ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტილია. ამასთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი მერიის შენობაში აქციის მონაწილეების შესვლის სურვილი გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)