|
2017-10-02 14:10:00, 1860 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქარვასლა" გაიმართა. ცერემონიაზე „საბას" ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებულები დაასახელა, 11 ნომინაციაში: საუკეთესო რომანი ალეკო შუღლაძე "გადამალვა" წლის საუკეთესო პროზაული კრებული რუსუდან რუხაძე "ერთი თქვენგანი გამცემს" საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა ნანა ტრაპაიძე "ლიტერატურა და ლიტერატურა". საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ლევან ბერძენიშვილი "წიგნიერების ევოლუცია". საუკეთესო დებიუტი ბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის". მკითხველის რჩეული ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი" ზურა აბაშიძე "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი". საუკეთესო ელექტრონული წიგნი ანდრო ბუაჩიძეს "გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძე "სად ხარ, ლაზარე..." საუკეთესო ქართული თარგმანი ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარის" თარგმანისთვის. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი სიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ ენაზე თარგმანისათვის. საუკეთესო პიესა ლაშა თაბუკაშვილი "სადღაც, ცისარტყელას მიღმა... საუკეთესო პოეტური კრებული ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის "ელეგია და სხვა". და ბოლოს, ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას. წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა" 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას" ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებმა პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას" პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები მიიღეს. გარდა 11 ნომინაციისა, „საუკეთესო დებიუტის" გამოვლენაში უკვე მეორე წელია, მკითხველებიც იყვნენ ჩართულები.წლევანდელი „საბას" მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი" გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L" ბეჭდურად გამოსცემს. წელს პრემია „საბას" მედიაპარტნიორები არიან: პირველ არხი, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა", ტელეკომპანია „არტარეა" და პალიტრა მედია.
(R)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)