|
2017-10-02 13:45:10, 1752 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“ მარჯანიშვილის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა
ვითიბი ბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა მოაწერეს. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუცილებელია ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მიეცეს. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში, რაც დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის. ვითიბი ბანკი ძალიან აქტიურია კულტურის, სპორტის მხარდაჭერაში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-განაცხადა დღეს ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრი ოთხმოცდამეათე სეზონს 3 ოქტომბერს იწყებს. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ნავიგატორი“, დამდგმელი რეჟისორები არიან ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე. „90-ე სეზონს ვხსნით ხვალ პრემიერით „ნავიგატორი“. ლაშა ბუღაძის პიესაა და ლევან წულაძე დგამს სპექტაკლს. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს ბანკთან ერთად. ეს არის პირველ რიგში სპექტაკლები და ბევრი სხვა ამბავი, რომელსაც ნელ-ნელა შეგატყობინებთ. ეს ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის მომენტია, რადგან 90 წლის ხდება თეატრი, 110 წლისთავია პეტრე ორცხელის დაბადებიდან, 120 წლისთავია ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიან და ბევრი სხვა რამ ხდება. თეატრი ვითარდება, ბევრი საინტერესო რამ გველოდება“,-აღნიშნა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.
(R)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)