|
2017-10-02 13:44:19, 2176 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ კონცელიძე: გრძელვადიან პერსპექტივაში, ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს
ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის და საბანკო სისტემისთვის ყველაზე დიდი რისკი მაღალი დოლარიზაციაა, რომელიც კრიზისების დროს, პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, კონცელიძის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარიზაციას (დე-დოლარიზაცია) ალტერნატივა არ აქვს. „ყველა ექსპერტი, ყველა სარეიტინგო სააგენტო, ყველა აუდიტორი, ცალსახად ამბობს, კი, სტაბილურად იზრდება საბანკო სისტემა, ყველაფერი კარგად არის, მომგებიანია, მაგრამ მაღალი დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ეს ნაბიჯები ლარიზაციისკენ სწორია. კრიზისების დროს მაღალი დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, ბევრ ბანკს ურჩევნია, რომ დოლარში გასცეს სესხი, შეიძლება იქ უფრო მაღალი მომგებიანობაა, დოლარის რესურსი უფრო ადვილად მისაწვდომია, მაგრამ გლობალურად და გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ვთქვათ, ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს“,-აღნიშნა არჩილ კონცელიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)