|
2017-10-02 13:19:53, 1666 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის ადგილი არ აქვთ მითითებული სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, რამაც შესაძლოა, არჩევნების დღეს მათ პრობლემები შეუქმნას. მინისტრის თქმით, ამ ხარვეზის გამოსწორება საქართველოს მოქალაქეებს 5 ოქტომბრამდე შეუძლიათ, რადგან 5 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს საქართველოს მოქალაქეთა ბაზას გადასცემს, რაც საარჩევნო სიის შედგენის მთავარი საფუძველია. „ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა", − განაცხადა თეა წულუკიანმა. აქვე მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ერთ კონკრეტულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, კომისიას მინისტრმა დოკუმენტის გარეშე პირებისთვის 2017 წლის თებერვალში გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქციის შედეგები მოახსენა. თეა წულუკიანის განცხადებით, დღემდე 62000-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთად, ეს აქციაც სპეციალურად საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)