14:35 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:14:24, 2190 ნახვა

მსოფლიო
ასანჟი იუნკერს: გააძევეთ ესპანეთი ევროკავშირიდან - ის ლისაბონის შეთანხმებას არღვევს

Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მოუწოდებს, ესპანეთს ევროგაერთიანება დაატოვებინოს, - ამის შესახებ ასანჟი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ასანჟმა აღნიშნა, გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმზე განვითარებული მოვლენების დროს, ესპანეთმა ლისაბონის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.

"პატივცემულო ჯან-კოდ იუნკერ, ეს არის პატივისცემა ადამიანის ღირსების, თავისუფლების და დემოკრატიის? გაააქტიურეთ 7 მუხლი და გააძევეთ ესპანეთი ევროკავშირიდან.  ესპანეთმა დაარღვია ლისაბონის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - რომ კავშირი ეფუძნება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - წერს ასანჟი.

მან ასევე რეფერენდუმზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics