|
2017-10-01 23:47:08, 2106 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის პრემიერი: ეს იყო თადასხმა დემოკრატიაზე, თავდასხმა ერთიან ესპანეთზე
"ეს არ იყო რეფერენდუმი, ეს იყო თავდასხმა დემოკრატიაზე და ესპანეთის ერთიანობაზე" - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ სპეციალური მიმართვისას განაცხადა. რახოის სპეციალური მიმართვა, ე.წ რეფერენდუმის დასრულების შემდეგ, მსოფლიო წამყვანმა მედიასაშუალებებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. "ჩვენ ვიხილეთ რეგიონალური ხელისუფლების თავხედობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დემოკრატიაზე დაცინვა. მე მინდა ვთქვა, რომ ვინც პასუხისმგებელია ამ ყოველივეზე, ვინც აფეთქებს ესპანეთის სახელმწიფოს, მის ლეგალურობას, ვინც არაფრად აგდებს კონსტიტუციას, ისინი არიან დამნაშავენი ყველაფერში. არაა საჭირო ვეძებოთ სხვა დამნაშავენი, ისინი ჩვენს წინ სახეზე არიან." -განაცხადა რახოიმ. ესპანეთის პრემიერის განცხადებით, კატალონიის მოსახლეობის უმრავლესობას არ მიუღია ფარსში მონაწილეობა. შეგახსენებთ, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)