17:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 19:02:46, 3057 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ტაბაღუა რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის დანარჩენ ექვს კანდიდატთან ერთად, დღეს რუსთავში, პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

„მადლობელი ვარ მმართველი გუნდის, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიყო ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი და განვახორციელო ის  ძირითადი პროექტები, რომელიც რუსთავისა და რუსთაველების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics