19:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 17:53:13, 2020 ნახვა

საზოგადოება
სოფელ კუმურდოში ადგილობრივებს შს მინისტრი შეხვდა - ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში ვითარება განიმუხტა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტეა პერტაია ავრცელებს. 

მისივე თქმით, შს მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა და ქვაჯვრების დადგმა სურდა. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას დაცვის პოლიცია იცავს.

დაპირისპირების დროს დაცვის პოლიციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ კი, ადგილზე სპეცრაზმის მისვლაც გახდა საჭირო. მისულ პოლიციელებს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კიდევ რამდენიმე ადამიანი შსს-მ დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics