19:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 16:54:13, 2141 ნახვა

საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ ხვალ პუშკინის სკვერში აქციას გამართავს

„ევროპული საქართველო“ ხვალ, 1 ოქტომბერს, პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს.

ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ თაბორის მთაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვიმყოფებით თაბორის მთაზე, რომელიც ეკუთვნის თითოეულ თბილისელს. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, მაგრამ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა თავის ეზო გაიფართოვოს, საკრებულომ მისი და კახა კალაძის მორჩილებით, დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე სიმბოლურ ფასად აპირებენ ივანიშვილისთვის გადაცემას. ქალაქის შუაგულში ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი სასტუმროსთვის 1900 კვადრატულ მეტრზე პარკინგი მოაწყოს და მოითხოვა, ეს ტერიტორია 1 ლარად გადასცეს ქალაქმა. არ გვაქვს უფლება ამას შევეგუოთ. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს ყველას, ხვალ, 18:00 საათზე შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში და გავაპროტესტოთ ეს უკანონობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ  გუშინდელ სხდომაზე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics